ათწლეულების განმავლობაში, სომხეთი უსაფრთხოების გარანტად მეტწილად მოსკოვს და ქალაქ გიუმრიში მოქმედ რუსეთის 102-ე ბაზას ხედავდა. დღეს ერევანი გაწბილებულია.
შესაძლოა, ეს არ არის წლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთში 30 სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ექო ამ პატარა ცენტრალურევროპული ქვეყნის საზღვრებს გასცდეს.
სოხუმის დაცემით - აფხაზეთის ომის ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლით დასრულდა კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ აფხაზ სეპარატისტებს შორის.
რუსული სამთავრობო მედია დიდხანს და მეტ-ნაკლებად გულგრილი იყო "ქართული ოცნების" მიმართ. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომის კვლადაკვალ ოფიციალურმა თბილისმა მრავალჯერ გაიმეორა, რომ არ დაუშვებს "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას", რუსული პროპაგანდა მას სიყვარულში გამოუტყდა.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, აკრძალოს დეფიციტური საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, საქართველოშიც გააძვირებს საწვავს.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენპროკურორის გამო. რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეობასაც ინარჩუნებს და ამის მიზეზი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა.
სულ უფრო და უფრო მეტი ეთნიკური სომეხი ტოვებს მთიან ყარაბაღს მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.
ერთი შეხედვით იგი გამოიყურება, როგორც ყველა უფროსკლასელი - ძველბიჭურად იცვამს და ბეისბოლის კეპიც პირუკუღმა ახურავს.
როდესაც ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამით დასრულდა დაძაბული საარჩევნო ბრძოლა. მასში უკრაინამ, ქვეყანამ, რომელსაც არასდროს ეთმობოდა აშშ-ის პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი, მნიშვნელოვანი როლი შეიძინა.
ჩამოტვირთე მეტი