პოლონეთის ხელისუფლებამ 5 მარტს დაიწყო ქვეყანაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია. პირველ ტალღაში მოყოლილი საქართველოს 17 მოქალაქე სამხედრო თვითმფრინავით სამშობლოში დააბრუნეს.
ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა Krab Coffee-ის მფლობელების, ქრისტი პირველისა და ბარბარე როკიტას გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ სამმართველოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი ადამიანი დააკავა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველო-სომხეთის საზღვრის „უკანონოდ“ კვეთაში „დახმარების“ ბრალდებით. უწყება აღწერს გამოძიების ვერსიას - როგორ მოახერხა ბაჩიაშვილმა, ქვეყნიდან გაქცეულიყო.
„სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს... კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც“, - თქვა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა 4 მარტს „ქართული ოცნების“ მაუწყებლობის კანონში ცვლილებების განხილვისას.
რუსმა ჟურნალისტმა ნატალია ფილონოვამ, ბრალდების მტკიცებით, ერთ პოლიციელს თითი მოსტეხა, მეორეს კი ბურთულიანი კალამი ჩაარტყა სახეში.
საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერი“ სრულად ქრება. ამ ინიციატივის ავტორები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები, ამბობენ, რომ ეს ტერმინი უცხოური გავლენითა და ლობირებით, ხელოვნურად დაინერგა ქართულ კანონმდებლობაში და ახლა ის სიტყვებმა „ქალმა და კაცმა“ უნდა ჩაანაცვლონ.
რუსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ენერგიულად მიმდინარეობს დასმენების სტალინური პრაქტიკის აღორძინება, როცა ადამიანებს დევნიან და სჯიან, მათ შორის - ხანგრძლივი პატიმრობით, პოლიტიკური დასმენის საფუძველზე.
1877 წლის 3 მარტს „ივერიის“ პირველი ნომერი გამოვიდა. „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ - ასე წარადგინა რედაქციამ გაზეთი, რომელიც ცალობით 15 კაპიკი ღირდა, გამოწერით - 10 თვე 6 მანეთი - „გაგზავნით და გაუგზავნელად“. გამოწერის გასაფორმებლად ორი მისამართი იყო მითითებული: ერთი თბილისში და მეორე - ქუთაისში.
3 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკომ ბადრა გუნბა ე.წ. არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. სენსაცია არ მომხდარა: II ტურში გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ყოფილმა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, რომელმაც პირველ ტურშიც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
„ამ დედებს უნდა ახსოვდეთ, რომ მარტო არ არიან“, - სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა ადამიანთა ჯგუფი, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახების მხარდამჭერი ფონდი „ერთმანეთისთვის” და 3 მარტისთვის, დედის დღისთვის, შეიქმნა სპეციალური ონლაინპლატფორმა.
„დე, არ იდარდო, მე კარგად ვარ“, - ასე იწყება ან მთავრდება დედებისათვის ციხიდან გამოგზავნილი წერილების უმრავლესობა.
ჩამოტვირთე მეტი