„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რომელიც სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგალითად, კრძალავს აქციების დროს სახის დაფარვას, საპროტესტო აქციების მონაწილეების უმრავლესობა, ბოლო პერიოდია, რუსთაველის გამზირზე „სახედაფარული“ გადის.
მეტეხის ხიდმა, ბოლო ერთ კვირაში ავტომობილების მტკვარში ორჯერ გადავარდნის გამო, ბუნებრივად მიიპყრო ხალხის ყურადღება. გაჩნდა კითხვები ხიდის ადგილთან და კონსტრუქციასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ურბანისტები შენიშნავენ, თუკი რამე დგას თავის ადგილზე თბილისში, პირველ რიგში - მეტეხის ხიდი.
ბოლო ერთ კვირაში მეტეხის ხიდიდან ორი მანქანა გადავარდა. ერთის მძღოლი დაიღუპა. მეორეს გადარჩენა მოქალაქეებმა მოახერხეს. ორივე შემთხვევის შემდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დიდთოვლობის გამო ოზურგეთის რაიონ სოფელ შრომაში იმ შენობის სახურავი ჩაინგრა, რომელშიც სკოლა და ბაღი გვერდიგვერდაა განთავსებული. მშობლები შიშობენ, რომ ჯამში 90 ბავშვი არდადეგების დასრულების შემდეგ ისე დაუბრუნდება სწავლას, რომ სახურავი შეკეთებული ჯერ კიდევ არ იქნება.
სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაასრულა საომარი ოპერაცია დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მომხრეთა წინააღმდეგ დასავლეთში მდებარე ლატაკიის პროვინციაში.
9 მარტიდან საქართველოში ქარს უდაბნოს მტვერი შემოაქვს და ეს პროცესი კიდევ ორიოდე დღე გაგრძელდება.
„ხვალ დამაკავებენ” - თვალთვალის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლოდან შეატყობინეს, რომ პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. ჩიკვაიძეს იახტის ჩამოყვანისთვის გადახდილი თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
ჟურნალისტი ინალ ხაშიგი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველია, ვისაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოეთის აგენტის სტატუსი მიანიჭა. ხაშიგი ამბობს, რომ მხოლოდ აფხაზეთზე წერდა და არა რუსეთზე, რომლის მოქალაქეობაც აფხაზებისთვის სადამსჯელო მექანიზმად იქცა.
10 მარტს, დილით, თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილმა სასწავლებლის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ასეთი 10 სტუდენტია.
2025 წლის 11 მარტს გრენლანდიაში არჩევნებია, რომელიც იმართება მზარდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რასაც იწვევს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებები დანიის ტერიტორიის ამერიკულ კუნძულად გადაქცევის თაობაზე.
ჩამოტვირთე მეტი