1983 წლის 12 იანვარს ჟურნალისტი ნაზი შამანაური ფსიქიატრიულიდან მე-9 საავადმყოფოში გონდაკარგული მიიყვანეს. ის 8 დღის შემდეგ, 20 იანვარს გარდაიცვალა. ნაზი შამანაურს დარჩა დღიურები, რომლებშიც აღწერილია, როგორ ექცეოდა საბჭოთა სისტემა თავის მსხვერპლებს.
ბულგარეთის პროკრემლისტურმა პარტიებმა ნამდვილი „პოგრომი“ მოაწყვეს სოფიაში. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც ბულგარეთის ევროზონაში შესვლას აპროტესტებდნენ, გასულ შაბათს იერიში მიიტანა ევროკომისიის წარმომადგენლობასა და ევროპარლამენტის სოფიის ბიუროზე.
გურიაში სტიქიით დაზარალებულები და მათი ახლობლები შველას ითხოვენ.
თბილისიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან გურიაში ჩასული მოხალისეები სოფლებში, თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში ეხმარებიან.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. დროის გასვლასთან ერთად ვითარება მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
ჟურნალისტს, რომელიც ნიღბიანებმა 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს და სასტიკად სცემეს, სამართალდარღვევისთვის ასამართლებენ. საქმის აბსურდულობას ნათელი ე.წ. მოწმე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავმა და ფაქტობრივი შეცდომებით სავსე ჩვენებებმა მოჰფინა.
უკრაინულმა პროექტმა „მინდა ვიპოვო“, რომელიც ომში დაკარგული რუსი სამხედროების მოძებნაში ეხმარება ოჯახების წევრებსა და ნათესავებს, განაცხადა, რომ ომის სამი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის ხელში, 60 ათასზე მეტმა მიმართვამ გაიარა.
რამდენიმე დღეა, თითქმის მთელ საქართველოში შეუჩერებლად თოვს, პროგნოზით კი უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. რადიო თავისუფლებამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელზე დაყრდნობით (CENN) რამდენიმე რეკომენდაციას მოუყარა თავი.
დიდთოვლობას ებრძვის გურიის სოფლების მოსახლეობა. სოციალურ ქსელში ახლაც ვრცელდება იმ ადამიანების პოსტები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ დასავლეთ საქართველოში მოსულ ნალექს. გურიაში ამ წუთებშიც გადაუღებლად თოვს.
გურიაში, სოფელ ხიდისთავში, მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. სოფელში ინტენსიური თოვა გრძელდება, თოვლის საფარი მატულობს და მოსახლეობა სახლების დატოვებას ვერ ახერხებს.
გურიაში, სადაც რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს და დიდთოვლობის გამო სოფლები გარესამყაროსაა მოწყვეტილი, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მოხალისე-მაშველები მიდიან.
ჩამოტვირთე მეტი