„დედას ინფარქტი აქვს, უგონო მდგომარეობაშია, ორი დღე დასახმარებლად ვერ მოვიდნენ” ... „სახურავი ჩამოინგრა, მეუღლე ვერ დადის, ვერ ვტოვებთ სახლს”... „4 ძაღლი მყავს, ჩემს საკვებს ვაჭმევ, არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გვეყოფა”... „მეუღლე სახურავს წმენდდა, ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა, ვერ მიმყავს ექიმთან”.
გერმანიის განათლების სამინისტრო აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას. გერმანიის საელჩო თავს იკავებს იმის დაზუსტებისგან, კერძოდ რა პროგრამებს შეიძლება შეექმნას საფრთხე, თუმცა განმარტავს, რომ სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება.
ოზურგეთში დაახლოებით ერთი დღე-ღამე გავატარე და ამ პერიოდში ვიყავი სამოქალაქო თვითორგანიზებულ შტაბში, მუნიციპალიტეტის მერიის შტაბში და მოხალისეებთან ერთად, რამდენიმე ადგილობრივის სახლში.
დიდთოვლობას მეწყრები და წყალდიდობები მოჰყვება, თუმცა, კონკრეტულად სად და რა მასშტაბის, ამის პროგნოზირება ჭირს.
რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა Kinderly აჩერებს უცხოეთიდან სუროგატი დედების საქართველოში დასაქმებას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ატყობინებს ორგანიზაციის სათავო ოფისის ადმინისტრაცია უკრაინაში. მიზეზი საქართველოს ოფისში შექმნილი პრობლემებია.
როდესაც შოთა ბითაძე მძიმედ დაჭრის შემდეგ რამდენიმე თვეში უკრაინაში სანგრებში დაბრუნდა, ცდილობდა არ გაემხილა თანამებრძოლებისთვის, რამდენად მძიმედ იყო დაშავებული.
1983 წლის 12 იანვარს ჟურნალისტი ნაზი შამანაური ფსიქიატრიულიდან მე-9 საავადმყოფოში გონდაკარგული მიიყვანეს. ის 8 დღის შემდეგ, 20 იანვარს გარდაიცვალა. ნაზი შამანაურს დარჩა დღიურები, რომლებშიც აღწერილია, როგორ ექცეოდა საბჭოთა სისტემა თავის მსხვერპლებს.
ბულგარეთის პროკრემლისტურმა პარტიებმა ნამდვილი „პოგრომი“ მოაწყვეს სოფიაში. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, რომლებიც ბულგარეთის ევროზონაში შესვლას აპროტესტებდნენ, გასულ შაბათს იერიში მიიტანა ევროკომისიის წარმომადგენლობასა და ევროპარლამენტის სოფიის ბიუროზე.
გურიაში სტიქიით დაზარალებულები და მათი ახლობლები შველას ითხოვენ.
თბილისიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან გურიაში ჩასული მოხალისეები სოფლებში, თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში ეხმარებიან.
ჩამოტვირთე მეტი