„ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალა“ დასავლეთთან კონფრონტაციულ რიტორიკას აგრძელებს და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სიკეთეებს ეჭვის ქვეშ აყენებს. ჯგუფი, რომელიც „ქართული ოცნების“ ნაცვლად ლაპარაკობს - ბოლომდე აუფასურებს აშშ-ის დახმარებას.
ამ კვირაში საფრანგეთმა სომხეთს იარაღის მორიგი პაკეტი მიჰყიდა - ამჯერად საარტილერიო სისტემები, ფრანგული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცები, სახელწოდებით CAESAR („კეისარი“). ამ გადაწყვეტილებამ შეაშფოთა რუსეთი და განარისხა აზერბაიჯანი.
20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ 5 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში იმ ღამეს დაშავებულთა ნაწილმა საქართველო დატოვა და ევროპაში ითხოვა თავშესაფარი. ვინც დარჩნენ, იმათ კვლავ აწუხებთ უსამართლობის განცდა და სახელმწიფოსთან დავას განაგრძობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ჩიკაშუამ პირველ ივლისს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილსა და პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე.
რუსეთის მთავარმა სპორტულმა არხმა “მატჩ ტევემ” ვლადიმირ პუტინის გინება ჯერ პირდაპირ ეთერში აჩვენა, შემდეგ კი ამოჭრა. რუსეთის პრეზიდენტს ქართველი ქომაგები ევროპის ჩემპიონატზე, თურქეთთან თამაშის დროს აგინებდნენ.
ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ბოლოს 24 წლის წინ სტუმრობდა. 18-19 ივნისს ის ფხენიანს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. რაზე შეთანხმდნენ და რას მოაწერეს ხელი ორი ქვეყნის ლიდერებმა? რატომ აშფოთებს დასავლეთს მოსკოვისა და ფხენიანის დაახლოება?
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარესა და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა. ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში მივიდა - როგორც საიაში ამბობენ, შეხვედრის სურვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გამოითქვა.
რუსეთში გრძელდება ე.წ. თეატრალური საქმე - სასამართლო პროცესი რეჟისორ ევგენია ბერკოვიჩისა და დრამატურგ სვეტლანა პეტრიიჩუკის წინააღმდეგ, რომლებსაც სამხედრო სასამართლო სპექტაკლის - „ფინისტი - ნათელი შევარდენი“ დადგმის გამო ასამართლებს.
„ოცნება“ და მისი მომხრეები, რამდენიმე დღეა, გახარიას პარტიისა და "ლელოს" გაერთიანების შესაძლებლობაზე ბრალდებებისა და ლანძღვის თანხლებით ლაპარაკობენ.
„უკრაინის მშვიდობის სამიტი“, რომელშიც მსოფლიო ლიდერები მონაწილეობდნენ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოზე სალაპარაკოდაც გამოიყენა; განსხვავებით პრემიერ კობახიძისგან, რომელიც მანამდე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობდა.
ჩამოტვირთე მეტი