2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდება მხოლოდ პროპორციული წესით. რამდენი სიით გავა ოპოზიცია და როგორი სიით - მმართველი პარტია, 26 ოქტომბერს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პირველი და ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები "ქართული ოცნების" სიის მონახაზზე უკვე გაჩნდა.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.
ბელარუსის წიგნის მაღაზიებიდან და ბიბლიოთეკებიდან ათასობით წიგნია "ამოღებული", მათ შორის როგორც „ექსტრემისტულად“ გამოცხადებული გამოცემები, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოები და უცხოენოვანი წიგნები.
ბოლო 12 წელია, რაც „იდუმალებით მოცული ქველმოქმედი“ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის ცენტრალური ფიგურა გახდა. საზოგადოების ნაწილისთვის ყოველ მის საჩუქარს თან ახლავს კითხვა: ქველმოქმედებაა თუ პოლიტიკური ინვესტიცია?
ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ორი დღეა ლაპარაკობს მთავრობის მიზანზე - საბოლოოდ დატოვოს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი -კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსული აბრევიატურით - ОДКБ.
რუსეთში, ქალაქ ყაზანში მიმდინარე „ბრიკსის თამაშებში“ (BRICS Games), რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, საქართველოს დროშაც გამოჩნდა.
12 ივნისს, პარლამენტში, სუსის ხელმძღვანელს ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში უსმენდნენ, მაგრამ დეპუტატებმა ვერც დახურულ კარს მიღმა მოისმინეს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებული დამაჯერებელი მტკიცებულებები და ვერც ქვეყნის არევის მოსურნეთა ვინაობა დაადგინეს.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF-2024) დისკუსიებში წელს პირველად მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები - კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.
რუსეთის საგარეო უწყებაში ცრუს უწოდებენ ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მოსკოვი და თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის ემზადებოდნენ. აი, რუსეთის დუმაში კი „ხედავენ“, რომ მხარეები ამით დაინტერესებული არიან.
ჩამოტვირთე მეტი