პრეზიდენტი ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, 28 მაისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „აგენტების კანონი“, 84 ხმით, საბოლოოდ დაამტკიცა. კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი, თუმცა მის ჩატარებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა ესაჭიროება.