სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს, 9 მაისს, სანამ პოლიცია დააკავებდა, ცოტა ხნით ადრე, ნაცნობმა დაურეკა და მანქანის დაქოქვაში დახმარება სთხოვა. როგორც უჩას მეუღლე, მარიამ იაშვილი ჰყვება, როდესაც უჩა ბინიდან გამოვიდა, კორპუსთან მას უკვე ელოდა პოლიცია. ის უკან, სახლში აიყვანეს და ჩხრეკაც დაიწყო.