პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ მიხედვით, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მომავალ პარლამენტში, მასშტაბური რეფორმები არასრულ 5 თვეში უნდა გაატარონ და შემდეგ ისევ არჩევნები უნდა დაინიშნოს. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავზე იღებს „სხვანაირი მთავრობის“ ფორმირებასაც.
ლარი დოლართან მიმართებით 4,34 თეთრით, ევროსთან კი 5,18 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთანაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, სპეკულაციაა იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს. ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტის ფინანსური კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2023 წლის ანგარიშს წარადგენდა.
ბოლო სამ წელში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსი 19-ჯერ შეცვალა და მეოცედაც აპირებს. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ყველა იმ ცვლილებას, რომელმაც ცესკოს დამოუკიდებლობაზე გააჩინა კითხვა. სწორედ, ცესკო-ს ხელშია 2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენის, საპარლამენტო არჩევნების, ბედი.
შეერთებული შტატები ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ის და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „დიდი შეშფოთებით“ ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრია. საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილებოდა.
27 და 28 მაისს პარლამენტი „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტოს საკითხს განიხილავს. ისევე, როგორც ამ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვის დროს, ახლაც პარლამენტში მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტებს უშვებენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო. ეს საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ლევან იოსელიანიც ესწრება.
ჩამოტვირთე მეტი