ვლადიმირ პუტინის განკარგულებით რუსეთის ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნებს უმასპინძლებს სამხრეთის სამხედრო ოლქი, რომელიც საქართველოს ესაზღვრება თითქმის 700 კილომეტრზე. სწორედ ამ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში 2008 წელს.
მიუხედავად მზარდი შეშფოთებისა, რომ მონაცემებს დაუდევრად შეიძლება მოექცნენ და გამოიყენონ, სათვალთვალო კამერების მსოფლიოში ორი უდიდესი მწარმოებელი, Dahua და Hikvision-ი აფართოებს საქმიანობას და დომინირებს შუა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე.
უკრაინული მედია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროტესტს. ბევრისთვის, “აგენტებზე” კანონის პარლამენტში დაბრუნება იმის ნიშანია, რომ “ქართული ოცნება” საბოლოოდ ამბობს უარს ევროინტეგრაციაზე… და ამის გამო შეიძლება რუსეთის სატელიტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს.
სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ.
ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემის გამოძიებას ითხოვს. ამ მოთხოვნით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა თანაგუნდელებთან ერთად პროკურატურაში მივიდა.
კათოლიკოს-პატრიარქის 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლეს საქართველოში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. ამ განსაკუთრებული ინტერესის მიზეზი „აგენტების კანონი“, მასშტაბური საპროტესტო აქციები და მათთან ხელისუფლების საპოლიციო ძალით დაპირისპირება გახდა.
10 მაისს, პარასკევს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი საკითხების ჩამონათვალში არ არის „აგენტების კანონი“, რომლის ინიციირების შემდეგ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება.
“ტელეგრამი” უკრაინის მთავარი საინფორმაციო არხია - სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის 72% ამ აპლიკაციის მეშვეობით ეცნობა ახალი ამბებს და მას სახელმწიფო სააგენტოები და პრეზიდენტიც იყენებენ. ამავე დროს, სულ უფრო მეტი მიიჩნევს, რომ ეს პლატფორმა ხელს უწყობს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას
ჩამოტვირთე მეტი