საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის გუნდიც „გლობალური ომის პარტიას“ ადანაშაულებს უკრაინის „ომში ჩათრევაში“, - და რომლის წახალისებული პროპაგანდაც დასავლურ კორპორაციებს უკრაინის „ერთი ხელით ნგრევასა და მეორე ხელით აღდგენაში“ სდებს ბრალს, - ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციას დაესწრო.
11 ივნისს რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცესკომ გამოაქვეყნა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ოსეთმა“ დაახლოებით 1%-ით გაუსწრო ე.წ. მმართველ „ნიხასს“, რომლის ლიდერი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევია.
გადაიკეტება თუ არა გზა მექსიკიდან აშშ-ში საქართველოს მოქალაქეებისთვის? - ამ თემას აჟიოტაჟი მას შემდეგ მოჰყვა, რაც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დაწესებულ სასაზღვრო შეზღუდვებს თან დაერთო ამერიკულ მედიაში „გაჟონილი“ ინფორმაცია.
„ზოგ მედიაში [ინფორმაცია] გავრცელდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძეს მივმართე სიტყვებით, „მონა და მოღალატე“. ასეც რომ ვფიქრობდე, მე მისთვის ამ სიტყვებით არ მიმიმართავს. ჩვენი საუბარი დაიწყო ხმადაბლა და ჩემი პირველი სიტყვები იყო, რომ ვიყავი უაღრესად გულდაწყვეტილი „აგენტების კანონის“ მიღების გამო“.
ამერიკული სანქციები ქართველებს მტერსა და მოყვარეს დაანახვებთ. სინამდვილეში, ქართველებს დასავლეთი სულაც არ უნდათ. ევროინტეგრაციას მათ დასავლეთი „ატენის“, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვას. ასე ეხმაურება რუსული პროპაგანდა აშშ-ის მიერ „ოცნებისთვის“ დაწესებულ სანქციებს.
ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს, ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, პირველი მოსმენით უყრის კენჭს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები პრობლემას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ვერც მათ შეაცვლევინებს გეგმებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანქციების პოლიტიკა გაღრმავდება.
“ქართული ოცნების” განაყოფმა - "ხალხის ძალამ" ნატოს წესდების მე-5 მუხლი ისე განმარტა, თითქოს ნატოს წევრებს ერთმანეთის დაცვის ვალდებულება არ აქვთ. ეს ინტერპრეტაცია ზუსტად ასახავს რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიერ გავრცელებულ მითს.
აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია რუსეთის პატრიარქს მიმართავს „თავისი ომოფორის ქვეშ მიიღოს“ აფხაზი მრევლი. პარალელურად სხვა მღვდელმსახურები ამბობენ, დროა დაველაპარაკოთ საქართველოს ეკლესიას, რომელსაც კანონიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს ეპარქიაზეო.
ჩამოტვირთე მეტი