უკრაინას მიეცა უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება და რა იგულისხმება „რუსეთის ტერიტორიაში“?
მაშინ, როდესაც საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს და ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს არჩევს, უკრაინა ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ სატელეფონო გინების, მუქარის, ქუჩაში დახვედრისა და ცემის, სახლთან თუ ოფისებთან შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერების გაკვრის პირველი ტალღა გადავლილი არ იყო, მაისის ბოლოს, მეორე ტალღა რომ აზვირთდა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“. ქარტიაზე ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მიდიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, „აგენტების კანონს“ ხელი არ მოაწერა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში უარყოფენ, რომ დეპუტატებმა, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირეს, აშშ-დან სავიზო შეზღუდვაზე შეტყობინება მიიღეს. ინფორმაცია დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებაზე სოციალურ ქსელში დაახლოებით 16:00 საათისთვის გაავრცელა რამდენიმე მოქალაქემ.
მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თუ უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები არ დარეგისტრირდებიან „აგენტების კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები, შემდეგ კი დაედებათ ყადაღა. მან ჟურნალისტებთან კომენტარში კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ გაცემული გრანტები „კეთილ საქმეს“ ხმარდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „აგენტების კანონი“ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხელს არ აწერს პრეზიდენტის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, იღებენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „აგენტების კანონს“. ამის შესახებ მან განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
„ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც რუსეთში მოხდა“. ეს არის მასწავლებლის, დარია აპახონჩიჩის ამბავი, რომელიც რუსეთში უცხოური აგენტების პირველ ხუთეულში აღმოჩნდა.
ჩამოტვირთე მეტი