საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს არაერთმა მოქალაქემ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრიდან არიან მოხსნილნი. მიზეზად უწერიათ - „ექვსი თვე საქართველოში ყოფნა“. მოქალაქეები ამბობენ, რომ მიზეზი აბსურდულია.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას რკინის მესერი შემოავლეს, რამაც ადგილობრივი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სოხუმში შიშობენ, რომ ასლან ბჟანია ანტიაფხაზური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს და წინასწარ იჭერენ თადარიგს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კანონდარღვევად ჩათვალა „აგენტების კანონის“ გაპროტესტებისას გმირთა მოედნის გადაკეტვა 2 მაისს. ამ მიზეზით მან სამართალდამრღვევად ცნო თერთმეტი ადამიანი, მათგან ოთხს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, შვიდი კი 500-500 ლარით დააჯარიმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და მმართველი პარტიის დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, კიდევ ერთ ჟურნალისტს აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა. ჟურნალისტი სოფო გოზალიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში ვეღარ შევა - 4 ივნისიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში.
„ქართული ოცნება“ პარტნიორებმა, მათ შორის ბრიუსელიდან, მრავალჯერ გააფრთხილეს, რომ ე.წ. აგენტების კანონი გადაულახავი ბარიერია ევროკავშირის გზაზე. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ კანონი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს მხოლოდ განამტკიცებს.
უკრაინას მიეცა უფლება, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების გასანადგურებლად. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება და რა იგულისხმება „რუსეთის ტერიტორიაში“?
მაშინ, როდესაც საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს და ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს არჩევს, უკრაინა ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ სატელეფონო გინების, მუქარის, ქუჩაში დახვედრისა და ცემის, სახლთან თუ ოფისებთან შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერების გაკვრის პირველი ტალღა გადავლილი არ იყო, მაისის ბოლოს, მეორე ტალღა რომ აზვირთდა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შექმნილ „ქართულ ქარტიას“. ქარტიაზე ხელმოწერისთვის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 3 ივნისს, დილიდან მიდიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, „აგენტების კანონს“ ხელი არ მოაწერა.
ჩამოტვირთე მეტი