სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ორი დღეა ლაპარაკობს მთავრობის მიზანზე - საბოლოოდ დატოვოს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი -კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსული აბრევიატურით - ОДКБ.
რუსეთში, ქალაქ ყაზანში მიმდინარე „ბრიკსის თამაშებში“ (BRICS Games), რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, საქართველოს დროშაც გამოჩნდა.
12 ივნისს, პარლამენტში, სუსის ხელმძღვანელს ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში უსმენდნენ, მაგრამ დეპუტატებმა ვერც დახურულ კარს მიღმა მოისმინეს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებული დამაჯერებელი მტკიცებულებები და ვერც ქვეყნის არევის მოსურნეთა ვინაობა დაადგინეს.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF-2024) დისკუსიებში წელს პირველად მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები - კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.
რუსეთის საგარეო უწყებაში ცრუს უწოდებენ ქართულ და რუსულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მოსკოვი და თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის ემზადებოდნენ. აი, რუსეთის დუმაში კი „ხედავენ“, რომ მხარეები ამით დაინტერესებული არიან.
როგორი უნდა იყოს საქართველოს ევროპული მომავალი, საპარლამენტო არჩევნები, რეფერენდუმი, პრეზიდენტის მომავალი? - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან 2 საათზე მეტხანს ისაუბრა.
ულტრამემარჯვენეებმა ევროპარლამენტში პოზიციები კი გაიუმჯობესეს, მაგრამ, საერთო შედეგით, არჩევნები ანტიდასავლური და პრორუსული ძალებისთვის არასასურველი კონფიგურაციით შეიკრა. თუმცა, არსებობს შედეგების სხვაგვარი ინტერპრეტირებაც, მათ შორის - საქართველოში. "ოცნება" ევროპაში გაღრმავებულ კრიზისს ხედავს.
კრემლი კი უარყოფს, მაგრამ მისი მხარდამჭერი გავლენიანი ტელეგრამარხი წერს, რომ თბილისში რუსეთის საელჩოს გახსნა მხოლოდ „დროის ამბავია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ხანგრძლივმა საპროტესტო ტალღამ, რომელმაც თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მოიცვა, პოლიტიკოსებს აჩვენა, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის მზადაა. ახლა საკითხავია, თავად თუ არიან პოლიტიკური პარტიები მზად, შექმნან „გამარჯვების ფორმულა“ და საპროტესტო მუხტი მხარდაჭერაში გადაზარდონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის გუნდიც „გლობალური ომის პარტიას“ ადანაშაულებს უკრაინის „ომში ჩათრევაში“, - და რომლის წახალისებული პროპაგანდაც დასავლურ კორპორაციებს უკრაინის „ერთი ხელით ნგრევასა და მეორე ხელით აღდგენაში“ სდებს ბრალს, - ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციას დაესწრო.
ჩამოტვირთე მეტი