ამერიკული სანქციები ქართველებს მტერსა და მოყვარეს დაანახვებთ. სინამდვილეში, ქართველებს დასავლეთი სულაც არ უნდათ. ევროინტეგრაციას მათ დასავლეთი „ატენის“, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვას. ასე ეხმაურება რუსული პროპაგანდა აშშ-ის მიერ „ოცნებისთვის“ დაწესებულ სანქციებს.
ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს, ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, პირველი მოსმენით უყრის კენჭს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები პრობლემას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ვერც მათ შეაცვლევინებს გეგმებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანქციების პოლიტიკა გაღრმავდება.
“ქართული ოცნების” განაყოფმა - "ხალხის ძალამ" ნატოს წესდების მე-5 მუხლი ისე განმარტა, თითქოს ნატოს წევრებს ერთმანეთის დაცვის ვალდებულება არ აქვთ. ეს ინტერპრეტაცია ზუსტად ასახავს რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიერ გავრცელებულ მითს.
აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია რუსეთის პატრიარქს მიმართავს „თავისი ომოფორის ქვეშ მიიღოს“ აფხაზი მრევლი. პარალელურად სხვა მღვდელმსახურები ამბობენ, დროა დაველაპარაკოთ საქართველოს ეკლესიას, რომელსაც კანონიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს ეპარქიაზეო.
ახლა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციების პირველი პაკეტი მიიღო, მოსალოდნელია თუ არა „ქართული ოცნების“ რიგებში მორიგი რყევების დაწყება?
ანაკლიის პორტის 49% ჩინეთის სახელმწიფო კომპანიამ ჩაიბარა და რუს ბლოგერებს ეს ცუდად ენიშნათ. ზოგი ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” “აგენტების კანონი” მიიღო და დასავლეთთან ურთიერთობები გააფუჭა არა რუსეთთან დაახლოების, არამედ ჩინური ინვესტიციების სანაცვლოდ.
5 ივნისს რამდენიმე ონლაინგამოცემამ და ტელევიზიებმა თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის რამდენიმე ფრაზა წინა დღით იუტუბზე ატვირთული ინტერვიუდან.
ჩამოტვირთე მეტი