Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად გზის გადაკეტვის გამო მოსამართლემ შვიდი მოქალაქე დააჯარიმა


"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე. 3 მაისი, 2024 წელი
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე. 3 მაისი, 2024 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კანონდარღვევად ჩათვალა „აგენტების კანონის“ გაპროტესტებისას გმირთა მოედნის გადაკეტვა 2 მაისს. ამ მიზეზით მან სამართალდამრღვევად ცნო თერთმეტი ადამიანი, მათგან ოთხს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, შვიდი კი 500-500 ლარით დააჯარიმა.

საქმეები მოსამართლემ გუშინ, 3 ივნისს, განიხილა, გადაწყვეტილება კი დღეს, 4 ივნისს, გამოაცხადა.

მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონი“ პარლამენტში 3 აპრილს დააინიციირა. მას შემდეგ კი დედაქალაქის ქუჩებში ხალხმრავალი აქციები იმართება, მოქალაქეთა ნაწილი კეტავდა გზის სავალ ნაწილს. თითქმის ორთვიანი პროტესტისას პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა, მათ უმრავლესობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ჯარიმას აკისრებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG