დოკუმენტს უკვე შეუერთდნენ პარტიები:
- „სამართლიანობისთვის“ (ეკა ბესელია);
- „მწვანეთა მოძრაობა“ (გია გაჩეჩილაძე);
- „დროა“ (ელენე ხოშტარია);
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურა ჯაფარიძე);
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა);
- „კანონი და სამართალი“ (თაკო ჩარკვიანი);
- „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე);
- „ახალი“ (ნიკა მელია);
- „მოქალაქეები“ (ქეთი თურაზაშვილი);
- „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ (ირაკლი ჯამბურია);
- „ხალხისთვის“ (კახაბერ დვალიშვილი);
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ (პაატა მანჯგალაძე);
- „ევროპული საქართველო“ (გიგა ბოკერია);
- „რესპუბლიკური პარტია“ (დავით ბერძენიშვილი);
- „ნაციონალური მოძრაობა“ (თინა ბოკუჩავა);
- „სახელმწიფო ხალხისთვის“ (ნიკა მაჭუტაძე);
- "ეროვნულ - დემოკრატიული პარტია" (ბაჩუკი ქარდავა);
- დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე;
- დამოუკიდებელი დეპუტატი როსტომ ჩხეიძე;
- დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია;
- დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე;
- დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი.
ცნობილია, რომ „ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან "საქართველოსთვის“, „გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.
საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. მანამდე ორი დღით ადრე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტმა წარმოადგინა „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის „სხვანაირ ერთობას“ გულისხმობს.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. დოკუმენტი თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც საზოგადოებისთვის დღეს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პარტიებისთვის მიღებას მართავს.
ფორუმი