23 ივნისის დილას რუსეთის ჯარმა ოდესა დაბომბა. ნაწილობრივ დაინგრა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.
პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.
ექვსი კვირა შესრულდა უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, რომელსაც, როგორც უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები იმედოვნებდნენ, არსებითად უნდა შეეცვალა რუსეთის მიერ 17 თვის წინ გაჩაღებული ომის მსვლელობა.
უკრაინასთან „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მარაგებზე, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს, თუმცა ფასები შეიძლება გაზარდოს.
მაისიდან რუსეთი უკრაინასთან ომში სულ უფრო ხშირად იყენებს დრონებს, რომელთა ნაწილსაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ახლა არა მხოლოდ ირანისგან იღებს, არამედ თავად აწარმოებს.
მთიანი ყარაბაღის ბლოკადის გაძლიერებისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების შემდეგ ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა „უკიდურეს ზომას“ მიმართა და სტეფანაკერტში მჯდომარე აქციას შეუერთდა.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი ოფთალმოლოგის შვილს ჯერ მოსკოვში სამსახური დააწყებინა, შემდეგ საქართველოში $6-მილიარდიანი კომპანია ჩააბარა სამართავად, ბოლოს კი მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და პროკურატურაში უჩივლა.
თითქმის ერთი თვეა, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე ოჯახის წევრებს ვეღარ უკავშირდება. მისი ნათესავები ცდილობენ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან მიიღონ.
ბელგიამ საქართველო ამოიღო „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ სიიდან, რომელშიც ის 7 წლის წინ, 2016 წელს შეიყვანა. შედეგად, შეიცვლება მიდგომა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ბელარუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მისივე ინიციატივით შემუშავებულ და პარლამენტის (წარმომადგენელთა პალატის) მიერ დამტკიცებულ კანონს „სახალხო ლაშქრის“ შექმნის შესახებ, რომელიც სამხედრო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რაზმების შექმნას ითვალისწინებს.
რუსეთმა გააჩერა „მარცვლეულის შეთანხმება”, რომლის წყალობითაც უკრაინამ ომის მიუხედავად მილიონობით ტონა მარცვალი და ხორბალი გაყიდა. ახლა გაერო მსოფლიოში საკვების ფასების ზრდას მოელის, აფრიკაში კი კიდევ უფრო მეტი ადამიანი იშიმშილებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.
ჩამოტვირთე მეტი