ჩიხი - ამ სიტყვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის შესაფასებლად სულ უფრო ხშირად იყენებენ. მეთხუთმეტე წელია, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები შვეიცარიაში საკუთარი მოთხოვნებით და დღის წესრიგით ჩადიან, თუმცა მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ კიდევ ერთხელ შეხვდებიან.
პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჩამოსვლის შესახებ ლაპარაკი მარტში დაიწყო, თუმცა პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანმა ჯგუფმა - კლინიკა „ვივამედში“ შესვლა 12 ივლისს მოახერხა.
ბოლო დროს თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთისთვის არასასურველი არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ნატოს სამიტზეც. რეჯეპ ტაიპ ერდოანის გადაწყვეტილებები და მოთხოვნები დასავლეთთან მისი დაახლოების ტენდენციას ავლენს, რასაც საექსპერტო წრეში თურქეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირებენ.
უკრაინამ ვერ მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა - მიწვევა ალიანსში. სამაგიეროდ, აღარ დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP). „დიდი შვიდეულის” წევრებმა კი მისი დაცვის პირობა დადეს. როგორ დასრულდა ვილნიუსის ორდღიანი სამიტი?
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ მიიჩნევს, რომ მისი ქვეყნის კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოდ ევროკავშირში შესვლით და ნატოსთან „ინტენსიური, დაჩქარებული“ თანამშრომლობით იქნება გარანტირებული, რადგან ნეიტრალიტეტის ამჟამინდელი პოლიტიკა არასაკმარისია.
ვილნიუსის სამიტზე ნატო უკრაინას დაჰპირდა, რომ გაწევრიანებას გაუმარტივებს, თურქეთი კი შვედეთის მიღებას დასთანხმდა. რუსეთს ეს ძალიან არ მოსწონს, აი, საქართველოსთვის კი ყველაფერი უცვლელადაა. რა მოხდა ნატოს სამიტის პირველ დღეს.
ნატოს ვილნიუსის სამიტის [11-12 ივლისი] წინ, ცნობილია ორი უკვე შეთანხმებული გადაწყვეტილება: ფინეთისა და შვედეთის მსგავსად, ნატოში გასაწევრიანებლად, MAP-ი აღარც უკრაინას დასჭირდება და ქვეყანა თავდაცვის საბჭოს "თანასწორი წევრი" გახდება.
აშშ-ის ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, ვაშინგტონი უკრაინას ათასამდე კასეტურ საბრძოლო მასალას გაუგზავნის.
საქართველოს იმპორტისა და ექსპორტის ჩამონათვალში არის ისეთი ელექტრონული პროდუქცია, რომლის შეტანაც რუსეთში დასავლური სანქციებით აკრძალულია. მესამე ქვეყნების გაზრდილი მაჩვენებლები ითხოვს შემოწმებას, ხომ არ შედის 38 დასახელების ელექტროსაქონელი რუსეთში.
ანტიდასავლური, ჰომოფობიური ჯგუფები თუ ცალკეული პირები კვლავ ორგანიზებულად ემზადებიან 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად და 2021 წლის 5 ივლისის გამეორებით იმუქრებიან.
ცხინვალის ე.წ. პარლამენტში მუშაობა დაიწყეს მიმართვაზე, რომელითაც ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ.
„გირჩის“ დეპუტატები „თავდაცვის კოდექსის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალ მოდელს კვლავ „მონობის დაკანონებად“ თვლიან.
ჩამოტვირთე მეტი