ერთდღიანი "საპროტესტო მარში" თუ "სამხედრო ამბოხი" რუსეთში, რომელიც 24 ივნისს მოსკოვიდან 120 კილომეტრის დაშორებით შეწყდა, კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, "უსამართლობის გამო" მოეწყო.
ახალი, ძლიერი ხანძარი მოხდა ემილიან გებრევის კუთვნილ იარაღის კომპანია EMKO-ს საწყობში, ამცნო რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს მეწარმემ.
2023 წლის 24 ივნისს „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლებმა, ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, მოსკოვისკენ მარში დაიწყეს.
რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში ორი უკრაინელი არასრულწლოვნის, ტიგრან ოგანესიანისა და ნიკიტა ხანგანოვის მკვლელობა 25 ივნისს დაადასტურა ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ. მოზარდების ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია დაადასტურა ომბუდსმენმა დმიტრი ლუბინეცმაც.
“შეიძლება, არ დაგვეკავებინა. რომ ეღიარებინა, ხელწერილის საფუძველზე გავუშვებდი, რომ ეთქვა, რომ აი, ბიჭებო, რაღაცა… არ აღიარა” - უთხრა სასამართლოს 23 ივნისს პოლიციელმა დავით ქეშელაშვილმა საბა ბრაჭველზე, რომელიც 2 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან დააკავეს ხელში საპროტესტო წარწერით.
ჭიათურა ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქალაქში დაკეტილი მაღაზიები გაიღო. მაღაროელების პროტესტი შეწყდა. მათი თითქმის სამკვირიანი გაფიცვის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მშრომელებს შორის შეთანხმება მოხერხდა. ახლა ყველა მოელის კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების შესრულებას.
კერძო ჯარის, "ვაგნერის" მფლობელი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ემუქრება. ევგენი პრიგოჟინის თქმით, მისმა შენაერთებმა დაიკავეს ქალაქი როსტოვი და მალე "მოსკოვში წავლენ", რათა "გაანთავისუფლონ რუსეთი ბოროტებისგან".
„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მადლობა და საქებარი სიტყვა მიიღო. ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს აახლოებს ევროკავშირთან და ხელს უწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
ჩამოტვირთე მეტი