ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე სამი თვით ადრე. ერთი წლის შემდეგ, მედია მის გარდაუვალ გადადგომას წინასწარმეტყველებდა - თუმცა, რეზნიკოვი დღემდე რჩება თანამდებობაზე და კურირებს უკრაინაში დასავლური სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკითხს.
შაბათ დილით, Სანამ ბორჯომთან ახლოს, სოფელ მზეთამზეში. ბანაკს აგრესიულად განწყობილ მოქალაქეთა ჯგუფი დაესხმებოდა თავს, გორთან ახლოს, ავტობანზე, ფიზიკურად გაუსწორდნენ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.
უკრაინაში წარმოებული ომი კრემლს ქვიარების - არაჰეტერო იდენტობის ადამიანების - დევნაში ხელს არ უშლის. რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც სქესის კვლავმინიჭებას სრულად კრძალავს. ქვეყანაში დარჩენილ აქტივისტებს ეშინიათ, რომ მალე სახელმწიფო ლგბტ+ ადამიანების “განკურნებასაც” ეცდება.
ბოლო პერიოდში ბელარუსებს სულ უფრო ხშირად ეუბნებიან უარს საქართველოში შემოსვლაზე. საუბარია ე.წ. visa run-ზე, როდესაც ვიზის ვადის გასაგრძელებლად ბელარუსის მოქალაქე საქართველოდან გადის და შემდეგ ისევ უნდა დაბრუნდეს.
რუსი ჯარისკაცები თავიანთი პოზიციების ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებენ. ეს ხდება ზაპოროჟიეს ოლქში და სხვა იმ ადგილებში, სადაც ისინი მალე შეიძლება უკრაინელი სამხედროების წინაშე აღმოჩნდნენ. აი, როგორ გამოიყურება თავად რუსი ჯარისკაცების თვალით დანახული სახელგანთქმული თავდაცვის ხაზი ზაპოროჟიეში.
რუსეთის პოლიტიკური და ანალიტიკური წრეები პერიოდულად იწყებენ მსჯელობას ბირთვული იარაღის პრევენციული გამოყენებისა და რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლის შესახებ.
ოთხი თვით ადრე, მანამ, სანამ ევროკომისია საბოლოოდ გადაწყვეტს, გასცეს თუ არა რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, პარლამენტში მისული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობასა და ყალბი ნარატივების გავრცელებაში ადანაშაულებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს „ქართველების მრავალი თაობის ოცნების“ ასასრულებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თბილისში მისი პარტია - „ქართული ოცნება“ ისევ დაჟინებით ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციასა და შეფასებებს.
უნდა აგოს თუ არა კრემლის მიერ გაჩაღებული ომისთვის პასუხი რუსეთის ყველა, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქემ, - გთავაზობთ ამ და სხვა შეკითხვების გარშემო ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან რადიო თავისუფლების ექსკლუზიური ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
ჭიათურაში დღეს მაღაროელთა გაფიცვის მეათე დღეა. შიმშილობას განაგრძობს საპროტესტო აქციის 10 მონაწილე. მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. პარალელურად, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" დასაქმებულებს თავის პირობებს სთავაზობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე მიმართულებით უტევენ. ისინი ნელა მიიწევენ წინ რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე. წინსვლას ორივე მხრიდან დიდი დანაკარგები ახლავს. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ კონტრშეტევა ახალი დაწყებულია და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, ომისგან დაზიანებული სახლის აღდგენას ცისანა თაზიაშვილი თითქმის 15 წლის განმავლობაში ელოდა. შარშან საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზარდიანთკარში 28 სახლის აღდგენას დაიწყებდა.
ჩამოტვირთე მეტი