კერძო ჯარის, "ვაგნერის" მფლობელი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ემუქრება. ევგენი პრიგოჟინის თქმით, მისმა შენაერთებმა დაიკავეს ქალაქი როსტოვი და მალე "მოსკოვში წავლენ", რათა "გაანთავისუფლონ რუსეთი ბოროტებისგან".
„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მადლობა და საქებარი სიტყვა მიიღო. ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს აახლოებს ევროკავშირთან და ხელს უწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
უსაფრთხოა თუ არა შავ ზღვაზე დასვენება? - ეს შეკითხვა გაჩნდა 6 ივნისსვე, როცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინაში, ნოვა-კახოვკის ჰესი დაანგრია. ადამიანების გვამები, ცხოველების ლეში, ნაღმები, ნავთობპროდუქტები თუ პესტიციდები - შავ ზღვას დაბინძურების საფრთხე შეექმნა.
რუსეთი საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის ზრდით კმაყოფილია. "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის ზრდა და შედეგები საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა "ევროპული ქვეყნების მიერ დაწესებული ბლოკადის რღვევად" შეაფასა და თქვა, რომ რიცხვები რეკორდულია.
ბულგარეთში "ნატალიას" - სატელეფონო ბოტის საქმეზე სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. შეიძლება ეს "სადაზვერვო ოპერაცია" იყოს მონაცემთა შესაგროვებლად ან წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების ადგილმდებარეობის მარკეტინგული კვლევა.
მაისის თვეში უკრაინის ქალაქ ბახმუტისათვის მიმდინარე გადამწყვეტ ბრძოლებში ხუთი ბელარუსი მოხალისე, მათ შორის ბატალიონ „ვოლატის“ მეთაური მიროსლავ ლოზოვსკი დაიღუპა.
ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ვერ გადალახავს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, რომლის შემცირებაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დიდი ხანია გადაიფიქრა.
ჩამოტვირთე მეტი