გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, ომისგან დაზიანებული სახლის აღდგენას ცისანა თაზიაშვილი თითქმის 15 წლის განმავლობაში ელოდა. შარშან საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზარდიანთკარში 28 სახლის აღდგენას დაიწყებდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, - განაცხადა 14 ივნისის საღამოს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა და ამის დასტურად გამოაქვეყნა მასთან გადაღებული ფოტო.
იქნება სისტემური რეფორმები, იქნება წინსვლა ევროპულ გზაზე - "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, 14 ივნისს, ბრიუსელში მიანიშნეს, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტი ეტაპი დადგა.
"მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება ბროშურაზე, რომელიც მისი რესტორნების ქსელში საბავშვო მენიუს ახლავს და "ქართული ოცნების" ბრალდებების საპასუხოდ, მის დანიშნულებას განმარტავს.
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ მაინც დაამტკიცოს კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ და შემდეგ გააუქმოს, თუკი ევროკომისია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას უკან წაიღებს. რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და რატომ არ ითვალისწინებს „ოცნება“?
წუხელ გვიან ღამით, ჭიათურაში, ათმა გაფიცულმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ გაფიცვის მეშვიდე დღეს მიმართეს. დღეს უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის მერე ყველა მაღარო გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი მაღაროელი სამსახურში არ დადის.
„იცით, ძალიან გვინდა, რუსეთი დამარცხდეს. მართლა გვინდა. მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსი და კატასტროფა. ასე რომ, უნდა იყოს რაღაც ბალანსი, რაზეც ვფიქრობ, დღეს თავს იმტვრევენ ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში”, - ბრიტანელი ისტორიკოსი და ბესტსელერის ავტორი ორლანდო ფაიჯესი.
„გეგმებს უყვართ სიჩუმე“, „გაგრძელება იქნება“ - ამ მთავარი სლოგანების ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ, ბოლო დღეებში, დეოკუპაციის რამდენიმე ფაქტი დაადასტურა. მძიმე ბრძოლების პროცესში, სამხედრო ექსპერტები ფრონტის მეორე ხაზის მასშტაბური გარღვევისა და ბევრად მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინში არიან.
მაისის თვეში, ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ამნისტირებული დაბრუნდა ყოფილი პოლიციელი, ვადიმ ტეხოვი, რომელიც ყოფილი ცოლის, რეგინა გაგიევას მკვლელობისთვის საპატიმროში 2035 წლამდე უნდა მჯდარიყო.
ახალი დოკუმენტური ფილმის თანახმად, უკვე 20 წელია ვლადიმირ პუტინი ახლო გარემოცვისგან ღალატს მოელის. ამ ხნის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტმა, სულ ცოტა, სამი შეთქმულება ჩაშალა. ავტორები ვარაუდობენ, რომ სამივე მისი წარმოსახვის ნაყოფია.
ჭიათურელი მაღაროელები მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ღირსეული შრომის პირობების შექმნას მოითხოვენ - მათ შორის, ხელფასის გაზრდას. მოლაპარაკებები ჯერჯერობით უშედეგოა. მაღაროები კი - გაჩერებული.
ჩამოტვირთე მეტი