„გეგმებს უყვართ სიჩუმე“, „გაგრძელება იქნება“ - ამ მთავარი სლოგანების ფონზე, უკრაინის ხელისუფლებამ, ბოლო დღეებში, დეოკუპაციის რამდენიმე ფაქტი დაადასტურა. მძიმე ბრძოლების პროცესში, სამხედრო ექსპერტები ფრონტის მეორე ხაზის მასშტაბური გარღვევისა და ბევრად მნიშვნელოვანი შედეგების მოლოდინში არიან.