Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კესარია აბრამიძე მოკლეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

კესარია აბრამიძე მოკლეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო


კესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოკლეს ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე. იგი თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყებაში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი", - უთხრა ადგილზე ჟურნალისტებს კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ. კითხვაზე, იდენტიფიცირებული ჰყავთ თუ არა დამნაშავე, კუპატაძე პასუხობს: "რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით".

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG