პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „სტრატეგიული მოთმინებით“ შეძლო უპრეცედენტო მშვიდობის შენარჩუნება საქართველოში. ხოლო ექსპერტები „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ გზას „სტრატეგიულ მოთმინებას“ ვერ უწოდებენ.
„ქართული ოცნება“ და მისი განაყოფი - „ხალხის ძალა“ საქართველოს ნომერ პირველ საზრუნავად ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ასახელებენ. ეს ტენდენცია გამოიკვეთა მას შემდეგ - რაც პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ავიამიმოსვლაც აღადგინა.
იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში წარმოადგენს, 2023 წლის პირველ სამ თვეში 5 მილიონი ლარით მეტი თანხა დახარჯა იურიდიულ მომსახურებაში, ვიდრე მთელი 2018 წლის განმავლობაში.
ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაცია სტაბილურია მას შემდეგ, რაც 29 მაისს, ადგილობრივ სერბებსა და ეთნიკური ალბანელების მთავრობას შორის ძალადობრივი დაპირისპირების აღსაკვეთად მობილიზებულ ნატოს მრავალეროვნულ ძალებს - KFOR-ს სერბმა დემონსტრანტებმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
30 მაისს პარლამენტი კიდევ ერთხელ ეცდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩიოს. მესამე კენჭისყრაზე 4 კანდიდატს, რუსუდან კვინიკაძეს, გოგა კიკილაშვილს, ლევან ნემსაძესა და ნინო ნიშნიანიძეს დააყენებენ.
ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებაში „ქართული ოცნება“ მიანიშნებს, რომ არ გეგმავს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხელისუფლების მხარდამჭერებმა და მოკავშირეებმა 26 მაისის შემდეგ მოითხოვეს.
„ჩვენი ჯილდო, მტერზე გამარჯვებაა. პირადად ჩემთვის კი - სოხუმში დაბრუნება“, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი მოხალისეთა ქვედანაყოფ „კავკასიის ლეგიონის“ მეთაური, ლადო გამსახურდია, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ოპერაციისთვის მედლით („უკრაინის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“) დაჯილდოვდა.
28 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, უზბეკეთიდან 26 მაისს ჩამოასვენეს.
„არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსება ეფექტური პასუხია არამეგობრული ქვეყნების აგრესიულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა 25 მაისს მინსკში რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი