თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებია და გაირკვევა, შეძლებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას რეჯეპ ტაიპ ერდოანი - რომელიც 20 წელზე მეტია, და აქედან ცხრა წელი - როგორც პრეზიდენტი, მართავს ქვეყანას. მმართველი ძალის პოპულარობა წლევანდელმა მიწისძვრამ და ინფლაციამ შეარყია.