„ქართული ოცნება“ ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან შესაძლოა გარიცხონ, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მიიღო მონაწილეობა ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში, უნგრეთში. ამ ფაქტს ექსპერტები აღიქვამენ ბოლო წვეთად ევროპული მოთმინების ფიალაში.