რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება ავიარეისების აღდგენისა და ვიზების გაუქმების შესახებ საზოგადოების პროდასავლურმა ნაწილმა აღიქვა „მოსკოვის საჩუქრად“, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და სასარგებლო მხოლოდ რუსეთისთვის არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლება პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმა.
არის თუ არა ავად ბელარუსის 68 წლის ავტოკრატი ლიდერი? კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვში, 9 მაისის სამხედრო აღლუმზე სტუმრად ჩასულმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რამდენიმე ასეული მეტრი დამოუკიდებლად ვერ გაიარა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების 2020-2021 წლების საქმიანობა შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა.
თურქეთში 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებია და გაირკვევა, შეძლებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას რეჯეპ ტაიპ ერდოანი - რომელიც 20 წელზე მეტია, და აქედან ცხრა წელი - როგორც პრეზიდენტი, მართავს ქვეყანას. მმართველი ძალის პოპულარობა წლევანდელმა მიწისძვრამ და ინფლაციამ შეარყია.
9 მაისის სამხედრო აღლუმის სცენარში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, უცვლელია რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკა „დასავლეთის გლობალისტური ელიტის“ მისამართით, რომელსაც რუსეთის ლიდერი უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის მთავარ მიზეზად მიიჩნევს.
2023 წლის 9 მაისს, წითელ მოედანზე, გამარჯვების დღის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე ჩაატარეს ერთადერთი, ისიც ძველი ტანკი - Т-34. მძიმე ტექნიკის გარეშე აღლუმი წითელ მოედანზე 2007 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა და საბრძოლო ძლიერების დემონსტრირებას 10 წუთიც არ დასჭირდა.
9 მაისს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის დაბადების დღის აღნიშვნას კონცერტით გეგმავს და ძირითადად ახალგაზრდებს ელოდება. ხელისუფლების ანტიდასავლურად და პრორუსულად განწყობილი მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილს უტევენ და შეახსენებენ, რომ ის „არალეგიტიმური“ პრეზიდენტია.
უკრაინასთან ომის მომხრე რუსი მწერლის, ზახარ პრილეპინის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, ალექსანდრ პერმიაკოვს, 8 მაისს რუსეთის სასამართლომ ორი თვით მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. მას ბრალი ედება ტერორისტული აქტის მოწყობასა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გადატანაში.
2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა თანამშრომლების სოციალურ დახმარებაზე, ფულად ჯილდოებსა და სახელფასო დანამატებზე. ეს თანხა დაუსაბუთებლად გაიცა, - მიიჩნევს აუდიტის სამსახური.
საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზარდია, თუმცა ამ განწყობის წინააღმდეგ მუშაობს და თავისი შედეგები მოაქვს პროპაგანდას და კონსპირაციულ გზავნილებს, - ამბობს Zinc Network-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც მათი დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
ჩამოტვირთე მეტი