28 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, უზბეკეთიდან 26 მაისს ჩამოასვენეს.
„არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსება ეფექტური პასუხია არამეგობრული ქვეყნების აგრესიულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა 25 მაისს მინსკში რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ.
ბევრი დემოკრატიული ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველო საემიგრაციო პოლიტიკას არ ცვლის. სამაგიეროდ, პუტინის მოწინააღმდეგეებს შემოშვებაზე ხშირად უარს ეუბნება.
მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის ანძას მომგებიან ტურისტულ ადგილად აქცევდა და ათეულობით ადამიანს დაასაქმებდა, არც კი დაწყებულა. კახა კალაძის ამ დაპირებიდან თითქმის 4,5 წელია გასული.
ლუი XIV-ის, საფრანგეთის იმპერატორის დროს შექმნილი რუკა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ზორკინმა მიუტანა და თითქოს ახარა: რუკაზე „არ არის უკრაინაო"
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ისტორიული მომენტი" უწოდა აშშ-ის თანხმობას უკრაინისთვის F-16-ის გადაცემასთან დაკავშირებით. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა - "კოლოსალური რისკი", მაგრამ არა უკრაინისთვის, როგორც ეს მოსკოვში მიაჩნიათ, არამედ თავად რუსეთისთვის.
ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის ყველაზე ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი დამფუძნებელი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ „დენაციფიკაციამ“ უკრაინა მთელ მსოფლიოს გააცნო, „დემილიტარიზაციას“ კი შედეგად უკრაინის არმიის გაძლიერება მოჰყვა.
პუტინის ომმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კრემლი ამტკიცებს, რომ ბელგოროდის ოლქს “უკრაინელი დივერსანტები” უტევდნენ. თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსულმა შენაერთებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. ეს პირველად არ ხდება.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას უნდა შეესაბამებოდეს - ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში EU-ს ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოში ეს თანხვედრა მცირდება.
ჩამოტვირთე მეტი