რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩეხეთიდან ჩეჩნეთში ჩაიყვანეს მისი საყვარელი ცხენი ზაზუ, რომლის გაყიდვა ან გადაყვანა აკრძალული იყო 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერს ევროპული სანქციების დაუწესეს.
ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, გადასაადგილებელი საშვის გაცემის პროცედურა მესამედ შეიცვალა. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ.
ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, პუტინის რუსეთი ღიად ლაპარაკობს ოკუპირებულ აფხაზეთთან რკინიგზის აღდგენის გეგმაზე. აფხაზეთში ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება ისევ ფაქტის წინაშე დააყენებს.
19 მაისს, როდესაც მოსკოვიდან პირველი განახლებული პირდაპირი ავიარეისი შესრულდება და რუსული კომპანია „აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდება, სახმელეთო მომსახურებას ახლახან, ერთ დღეში შექმნილი კომპანია გაუწევს.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდი „გამანადგურებელთა კოალიციას“ შექმნიან უკრაინისათვის F-16 ტიპის თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავების შესაძენად, რომლებიც კიევს სახმელეთო კონტრშეტევის საავიაციო მხარდაჭერისთვის სჭირდება.
უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციების 10 პაკეტი დაუწესა. მე-11 პაკეტი, რომელიც ახლა თანხმდება, შეეხება მესამე ქვეყნებსაც, თუ არ შეწყვეტენ რუსეთის დახმარებას ბრიუსელის მიერ დაწესებული სავაჭრო ემბარგოს გვერდის ავლაში. იქნება თუ არა საქართველო ახალი პაკეტის სამიზნე ქვეყნებს შორის?
2013 წლის 17 მაისიდან, მეც შემომრჩა ერთი შემთხვევით გადაღებული ფოტო: „კოლმეურნეობის“ უკვე თითქმის დაცარიელებულ მოედანზე ვდგავარ ჩემი პატარა ვიდეოკამერით. გარშემო ნაგავი ყრია - გაზეთების ნარჩენები, მინის ნამსხვრევები, ცოცხი, ჭინჭრის გასრესილი თაიგული - ადვილად მიხვდები, რომ აქ რაღაც მოხდა.
ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომლის აქციების 25%-ს რუსეთის როსტოვის ოლქის მთავრობა ფლობს, 19 მაისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის კვირაში 1300 მგზავრის გადაყვანას გეგმავს. წლების განმავლობაში უკვე გადაყვანილი რუსი მგზავრების 70%-ს კი „აზიმუტთან“ ბევრი პრეტენზია აქვს.
მოლდოვის ხელისუფლება იწყებს მოსკოვის ორბიტაზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ქვეყნის გამოყვანის პროცესს, რასაც წინ პროდასავლური ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა.
16 მაისს, მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის შესრულებამდე სამი დღით ადრე, რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა („აზიმუტმა“) რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი - ქვეყნების სიიდან ამოიღო.
ჩამოტვირთე მეტი