ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი თითქმის ერთი წელია, აქტიური სიძულვილის კამპანიის სამიზნედ იქცა - თვითონ ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისთვის მსჯიანო, როცა განხილვის საგნად იქცა მისი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები ერეკლე მეორეზე. იმ დროიდან დღემდე ლევან ბერძენიშვილს ჩაუშალეს საჯარო ლექციები, მიუძღვნეს სიმღერები, დახვდნენ ქუჩაში შეურაცხყოფის მისაყენებლად და მის შესახებ დამამცირებელი განცხადებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა სხვადასხვა ტრიბუნიდან.
დღეს უკვე თავად მმართველი ძალის წარმომადგენელი პოლიტიკოსებიც აღარ უარყოფენ, რომ არ მოსწონთ, როცა ის მათ ლიდერს ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებს. მაგალითად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბერძენიშვილს 16 მაისს “საცოდავი კაცი” უწოდა მინიშნებით მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
რადიო თავისუფლებას ლევან ბერძენიშვილი სწორედ მის წინააღმდეგ წარმოებულ სიძულვილის კამპანიასა და “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში ყოფნის წლებზე ელაპარაკა.