2013 წლის 17 მაისიდან, მეც შემომრჩა ერთი შემთხვევით გადაღებული ფოტო: „კოლმეურნეობის“ უკვე თითქმის დაცარიელებულ მოედანზე ვდგავარ ჩემი პატარა ვიდეოკამერით. გარშემო ნაგავი ყრია - გაზეთების ნარჩენები, მინის ნამსხვრევები, ცოცხი, ჭინჭრის გასრესილი თაიგული - ადვილად მიხვდები, რომ აქ რაღაც მოხდა.