Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა


ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად მან ქეთევან კვინიკაძე დანიშნა.

კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მას აქვს როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე სახელმწიფო უწყებებში მუშაობის გამოცდილება.

2002-დან 2009 წლამდე ის ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივაში" მუშაობდა, მერე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში."

2010 წლიდან ქეთევან კვინიკაძე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობდა, 2011 წლიდან კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა.

საქართველოს პარლამენტში ის 2019 წლიდან მუშაობს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია სულავა იყო.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა. მისი ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევენ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორთა დიდი ნაწილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG