პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს „ქართველების მრავალი თაობის ოცნების“ ასასრულებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თბილისში მისი პარტია - „ქართული ოცნება“ ისევ დაჟინებით ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციასა და შეფასებებს.
უნდა აგოს თუ არა კრემლის მიერ გაჩაღებული ომისთვის პასუხი რუსეთის ყველა, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებმა მოქალაქემ, - გთავაზობთ ამ და სხვა შეკითხვების გარშემო ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან რადიო თავისუფლების ექსკლუზიური ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.
ჭიათურაში დღეს მაღაროელთა გაფიცვის მეათე დღეა. შიმშილობას განაგრძობს საპროტესტო აქციის 10 მონაწილე. მოთხოვნები უცვლელია - ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. პარალელურად, მედიაციის პროცესი მიმდინარეობს. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" დასაქმებულებს თავის პირობებს სთავაზობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე მიმართულებით უტევენ. ისინი ნელა მიიწევენ წინ რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე. წინსვლას ორივე მხრიდან დიდი დანაკარგები ახლავს. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ კონტრშეტევა ახალი დაწყებულია და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში, ომისგან დაზიანებული სახლის აღდგენას ცისანა თაზიაშვილი თითქმის 15 წლის განმავლობაში ელოდა. შარშან საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზარდიანთკარში 28 სახლის აღდგენას დაიწყებდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, - განაცხადა 14 ივნისის საღამოს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა და ამის დასტურად გამოაქვეყნა მასთან გადაღებული ფოტო.
იქნება სისტემური რეფორმები, იქნება წინსვლა ევროპულ გზაზე - "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, 14 ივნისს, ბრიუსელში მიანიშნეს, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტი ეტაპი დადგა.
"მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება ბროშურაზე, რომელიც მისი რესტორნების ქსელში საბავშვო მენიუს ახლავს და "ქართული ოცნების" ბრალდებების საპასუხოდ, მის დანიშნულებას განმარტავს.
ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის მიუხედავად „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ მაინც დაამტკიცოს კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ და შემდეგ გააუქმოს, თუკი ევროკომისია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას უკან წაიღებს. რა წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში და რატომ არ ითვალისწინებს „ოცნება“?
წუხელ გვიან ღამით, ჭიათურაში, ათმა გაფიცულმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ გაფიცვის მეშვიდე დღეს მიმართეს. დღეს უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის მერე ყველა მაღარო გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი მაღაროელი სამსახურში არ დადის.
„იცით, ძალიან გვინდა, რუსეთი დამარცხდეს. მართლა გვინდა. მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსი და კატასტროფა. ასე რომ, უნდა იყოს რაღაც ბალანსი, რაზეც ვფიქრობ, დღეს თავს იმტვრევენ ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში”, - ბრიტანელი ისტორიკოსი და ბესტსელერის ავტორი ორლანდო ფაიჯესი.
ჩამოტვირთე მეტი