საქართველოს იმპორტისა და ექსპორტის ჩამონათვალში არის ისეთი ელექტრონული პროდუქცია, რომლის შეტანაც რუსეთში დასავლური სანქციებით აკრძალულია. მესამე ქვეყნების გაზრდილი მაჩვენებლები ითხოვს შემოწმებას, ხომ არ შედის 38 დასახელების ელექტროსაქონელი რუსეთში.
ანტიდასავლური, ჰომოფობიური ჯგუფები თუ ცალკეული პირები კვლავ ორგანიზებულად ემზადებიან 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიების ჩასაშლელად და 2021 წლის 5 ივლისის გამეორებით იმუქრებიან.
ცხინვალის ე.წ. პარლამენტში მუშაობა დაიწყეს მიმართვაზე, რომელითაც ბელარუსის საკანონმდებლო ორგანოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ.
„გირჩის“ დეპუტატები „თავდაცვის კოდექსის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალ მოდელს კვლავ „მონობის დაკანონებად“ თვლიან.
უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების უმრავლესობა ჯარში სარგებლის მიღების სურვილმა წაიყვანა. უკრაინულმა პროექტმა, რომელიც რუს ჯარისკაცებს ტყვედ ჩაბარებაში ეხმარება, 400 ადამიანი გამოჰკითხა.
მთიანი ყარაბაღის ბლოკადა ძლიერდება და ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო და უფრო მწვავდება. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტია, ფასები იზრდება, დენი კი გამუდმებით ითიშება…
საქალაქო სასამართლოში განახლდა ერთი თვის წინ პარლამენტის წინ, მცირერიცხოვან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების პროცესი. 5 ივლისს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ სამი მოწმე პოლიციელი დაკითხა და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია.
ვლადიმირ სავისკი აზოვის ზღვის სანაპიროზე, ზაპოროჟიეს ოლქის პატარა ქალაქ პრიმორსკში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელი იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ქალაქი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ოკუპირებული: რუსმა სამხედროებმა პრიმორსკის კონტროლი 27 თებერვლიდან დაიწყეს.
წლებია, ელენა მილაშინას ჩეჩნეთში გაბატონებული განუკითხაობის მხილებისთვის ემუქრებიან და ხშირად, თავს ესხმიან. “ნოვაია გაზეტას” გამომძიებელ ჟურნალისტს ბოლო თავდასხმისას თავი გადაპარსეს და თითები დაუზიანეს. თან უთხრეს, ჩეჩნეთიდან წადი და აღარაფერი დაწეროო.
საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ ერთხელ და "უკიდურესად" გამწვავდა. მიზეზი კვლავ მიხეილ სააკაშვილია. უკრაინა საქართველოს ელჩს ქვეყანას ატოვებინებს "დედაქალაქში კონსულტაციებისთვის" და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება.
რუსეთში იხურება ამასწინანდელი არშემდგარი პუტჩის ორგანიზატორის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პროგოჟინთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტი: დაიშალა ჰოლდინგი „პატრიოტი“, მაუწყებლობა შეწყვიტა „ტროლების ფაბრიკამ“, აბრები ჩამოხსნეს „კერძო სამხედრო კომპანია - ცენტრის“ შენობას.
ჩამოტვირთე მეტი