საქალაქო სასამართლოში განახლდა ერთი თვის წინ პარლამენტის წინ, მცირერიცხოვან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების პროცესი. 5 ივლისს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ სამი მოწმე პოლიციელი დაკითხა და ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლია.
ვლადიმირ სავისკი აზოვის ზღვის სანაპიროზე, ზაპოროჟიეს ოლქის პატარა ქალაქ პრიმორსკში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელი იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ქალაქი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ოკუპირებული: რუსმა სამხედროებმა პრიმორსკის კონტროლი 27 თებერვლიდან დაიწყეს.
წლებია, ელენა მილაშინას ჩეჩნეთში გაბატონებული განუკითხაობის მხილებისთვის ემუქრებიან და ხშირად, თავს ესხმიან. “ნოვაია გაზეტას” გამომძიებელ ჟურნალისტს ბოლო თავდასხმისას თავი გადაპარსეს და თითები დაუზიანეს. თან უთხრეს, ჩეჩნეთიდან წადი და აღარაფერი დაწეროო.
საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ ერთხელ და "უკიდურესად" გამწვავდა. მიზეზი კვლავ მიხეილ სააკაშვილია. უკრაინა საქართველოს ელჩს ქვეყანას ატოვებინებს "დედაქალაქში კონსულტაციებისთვის" და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება.
რუსეთში იხურება ამასწინანდელი არშემდგარი პუტჩის ორგანიზატორის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პროგოჟინთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტი: დაიშალა ჰოლდინგი „პატრიოტი“, მაუწყებლობა შეწყვიტა „ტროლების ფაბრიკამ“, აბრები ჩამოხსნეს „კერძო სამხედრო კომპანია - ცენტრის“ შენობას.
2008 წელს ნატო საქართველოსა და უკრაინას შეჰპირდა, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ ამ ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური ბედი გადაჯაჭვული ჩანდა: რუსეთის პოსტსაბჭოთა მეგობრები ერთობლივად ცდილობდნენ დასავლეთს შეერთებოდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის 3 ივლისის ცნობით, ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ცხელი წერტილია ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულება, სადაც მოწინააღმდეგე ავიაციისა და არტილერიის გამოყენებით ცდილობს უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლის აღკვეთას.
ცირკის ჭიშკარში გაჭედილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ტანკი - საუკეთესო მეტაფორაა იმ ფეერიული ატრაქციონისა, რომელიც 10 დღის წინ მოაწყო თანამედროვე რუსეთის მთავარმა შოუმენმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა თავის მოგვარე პროდიუსერს, იოსიფ პრიგოჟინს.
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლმა, ყარაბაღელმა ჰაიკ გასპარიანმა შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით 2019 წელს რუსულ ციხეში ამოყო თავი. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სხვა ათასობით პატიმრის მსგავსად, ისიც „ვაგნერის“ რიგებს შეუერთდა - ციხიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე აღმოჩნდა.
„სულაკაურის გამომცემლობაში“ რამდენიმე ადამიანის თვითნებურად მისვლის, იქ გამომცემლობის შეურაცხმყოფელი პლაკატების გაკვრის, მათი გამოცემული წიგნების შინაარსის გამო მუქარის შემდეგ, ძალადობრივი წარწერები, მაგალითად, ასეთი - „ჩვენი შვილების გარყვნისთვის გაგინგრევთ თავ-ყბას“, სხვა უბნებშიც გამოჩნდა.
ჩამოტვირთე მეტი