„ქართული ოცნება“ პარლამენტის პირველი სხდომის 25 ნოემბერს ჩასატარებლად ემზადება, ხელშემშლელი ფაქტორების, მრავალმხრივი უთანხმოებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად.
რუსეთში სიკვდილიანობის ზრდისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ფონზე, იზრდება როგორც ალკოჰოლის მოხმარება, ასევე ალკოჰოლის წარმოება-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები.მოსკოვს არჩევანის გაკეთება უწევს ნახევრად „მშრალ კანონსა“ და ლიბერალურ მიდგომას შორის.
ყველაზე ახალგაზრდა „ექსტრემისტი“ ბელარუსში 16 წლის იყო, როცა შესაბამისი მუხლით გაასამართლეს, ყველაზე უფროსი - 82 წლისა.
21 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რამდენიმე საათი მსჯელობდა პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასა და შედეგების გაბათილებას უკავშირდება. სასამართლოს ჯერ ისევ არ დაურეგისტრირებია ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ იმავე მიზნებით შემუშავებული სარჩელი.
აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლის აღების შემდეგ თვითაღიარებული ხელისუფლების კაბინეტებში სხვადასხვა დოკუმენტი იპოვეს და ინტერნეტით გამოაქვეყნეს. მათი ნამდვილობის გადამოწმება „ეხო კავკაზას“ არ შეუძლია, თუმცა, ამ საბუთებიდან ბევრი სავსებით ავთენტიკურად გამოიყურება.
ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ კი პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის საფრთხის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკი სტაბილურად და რეკორდულად ზრდის კომერციულ ბანკებზე გაცემულს სესხებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ შეიცვალა ხელისუფლება. კვლავ ვადაზე ადრე და კვლავ უსისხლოდ.
რუსი პროპაგანდისტები თბილისში მშვიდობიანი აქციების დაშლას იწონებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, კიდევ უფრო ხისტად იმოქმედოს.
მომიტინგეების ცემა, დევნა, გინება, ფიზიკური ანგარიშსწორება ქუჩაში და პოლიციის ავტომობილებში - 19 ნოემბერს, ადრე დილით, ჭავჭავაძის გამზირიდან აყრის შემდეგ, პოლიციამ მომიტინგეები მელიქიშვილის გამზირზე დააკავა. დაშავებული ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 1000 დღეში უკრაინამ აჩვენა არნახული მედეგობა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
პოლონეთის ჩრდილოეთში, პომერანიის სავოევოდოში, დასახლებულ პუნქტ რეძიკოვოში ბინა დაიდო თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Aegis Ashore-ის რადარმა და რაკეტის გამშვებმა დანადგარმა SM-3-მა.
საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიასა და სამი პარტიის სარჩელი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი