ერთი დღით ადრე, სანამ “ქართული ოცნება” ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე უარს იტყოდა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საუბარი დაიწყო ევროკავშირთან გაწევრიანების უარყოფით მხარეებზე. მან ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლად წარმოაჩინა და ჩამოთვალა, რას “დაკარგავს” ქვეყანა გაწევრიანების შემთხვევაში ისე, რომ არ უხსენებია სიკეთეები, რაც ევროკავშირის წევრობას მოაქვს.
27 ნოემბერს, პარლამენტში, ჯერ კიდევ კომიტეტების გაერთიანებულ, პირველ სხდომაზე იჯდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლაშა ტალახაძე, როდესაც ინსტაგრამზე მის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის ავტორს, საკუთარი ინიციატივით გამოელაპარაკა და სექსისტური შინაარსის, შეურაცხმყოფელი გზავნილები მისწერა.
რუსული პროპაგანდა მონუსხული ჩანს პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფიით. მედიაცა და სპიკერებიც აღნიშნავენ, რომ მან ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო და, რომ ის დასავლეთის მოწინააღმდეგეა.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რამდენიმე კვირაში, პრეზიდენტის სასახლეში, მკაფიოდ პროდასავლელი პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის ადგილს ანტიდასავლური განწყობებით ცნობილი მიხეილ ყაველაშვილი დაიკავებს. ყოფილ ფეხბურთელს ბიძინა ივანიშვილი მეექვსე პრეზიდენტობისთვის ამზადებს.
27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მე-6 პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინა - ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი მიხეილ ყაველაშვილი.
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), 21 ნოემბერს გამოაცხადა, რომ მიიღო შეზღუდვების ახალი ფართომასშტაბიანი პაკეტი რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ.
28 ნოემბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შესახებ პირველი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რეზოლუციის ტექსტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, შენარჩუნებულია კრიტიკული ტონი „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის მიმართ.
რუსეთის არმია აგრძელებს შეტევას დონბასში და ბრძოლებით ცდილობს ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლას. შესაბამისად, თავდაცვისთვის ემზადებიან ის ქალაქებიც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ათობით კილომეტრში არიან ფრონტის ხაზიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი პოლიტიკური პარტიის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ხალხის ძალა“ 2023 წელს რუსული სტილის „აგენტების კანონის“ ინიციატორი იყო.
პრეზიდენტის არჩევნების დასაჩქარებლად, საარჩევნო კოდექსში გაწერილი ვადები შეიცვალა. ივანიშვილის პარტია აცხადებს, რომ ინაუგურაცია წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, რათა არ დაირღვეს კონსტიტუცია - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, 5-ის ნაცვლად, 6 წელი არ გამოვიდეს.
30 წლის წინ, 1994 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღაშფოთა.
ჩამოტვირთე მეტი