ბრიუსელში ოფიციალურ პირებს შვება მოჰგვარა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს მეორე ვადით არჩევის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ.
2-დან 4 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს 20-ზე მეტ სასამართლოში, რამდენიმე ათეულმა მოსამართლემ განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიების ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჩივრეს.
საქართველოს პრეზიდენტს არმენოფობიაში ადანაშაულებენ. არჩევნებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა „სომხური კარუსელი“ ახსენა, რაც მას სომხების შეურაცხყოფად ჩაუთვალეს და უსაყვედურეს. სინამდვილეში რას ნიშნავს ეს გამოთქმა და როგორ გაჩნდა ის?
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები კვირაზე მეტია კამათისა და განხილვის საგანია. როგორ ჩანს დასავლეთიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს.
„არჩევნების გაყალბება კანონმდებლობის გაფუჭებიდან დაიწყო“, - ამბობენ ორგანიზაციები და პოლიტიკოსები, რომლებმაც არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარეს. რა „გააფუჭა“ „ქართულმა ოცნებამ“ და რაში შეუწყო ხელი ცესკომ? - ამ სტატიაში შევაგროვეთ ყველა ცვლილება, რომლებიც გაყალბების მამტკიცებლების ხელში არგუმენტებია.
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, სამმა ერთობლივი შტაბი შექმნა, ერთი - მათგან დისტანციას ინარჩუნებს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა უკრაინას ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად შეეხოს. დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს ორი სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, თუმცა არ არის ცხადი, გამარჯვების შემთხვევაში, ძალაუფლებაში მოსვლისას როგორ იმოქმედებენ ისინი?
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ენდობიან HarrisX და „ედისონ რისერჩი“ - ოპოზიციური ტელეარხების მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების ავტორები. ამერიკული კომპანიების ეგზიტპოლებში „ქართული ოცნების“ რეიტინგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცესკოს მაჩვენებელს.
აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედია საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს და რუსეთის სამთავრობო წრეების კვალდაკვალ, დასავლეთს საქართველოს საქმეებში ჩარევაში სდებდა ბრალს.
„ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი“, „შეურაცხყოფილი ვიყავი“, „არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ამბობდა“, - ასე ეხმაურებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა თუ საბერძნეთში მცხოვრები და არჩევნების დღეს, რიგში მდგომი ქართველები რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ჩამოტვირთე მეტი