ბოლო ორი დღეა, რაც სოციალურ ქსელში ლექტორები ერთმანეთის მიყოლებით წერენ მიმართვებს, რომ პირველი დეკემბრიდან აუდიტორიებში ვეღარ ისაუბრებენ ისეთი პოეტების, მწერლების, რეჟისორებისა თუ მხატვრების შემოქმედებაზე, როგორებიც არიან, მაგალითად, საფო, ლორკა, კავაფისი, ფრიდა კალო, ალმოდოვარი, ვარგასი...
დონალდ ტრამპის 47-ე პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში თანდათან ცნობილი ხდება, ვინ დაიკავებს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსფრთხოების საკვანძო თანამდებობებს მის მეორე ადმინისტრაციაში.
„არაბუნებრივად მაღალი“ განსხვავება კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობებს შორის და შეცვლილი საერთო რაოდენობა - ISFED-ს კვლავ რჩება ეჭვები არჩევნების „არალოგიკურ“, „აუხსნელ“ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ითხოვს დეტალურ განმარტებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიებისა და საიას გაერთიანებული სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
ოპოზიციის გაქრობა ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომლისთვისაც „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მხარდაჭერას სთხოვდა. არჩევნების შემდეგ კი, „ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც შეძლებს.
რუსი პროპაგანდისტები თბილისში კლიმატის აქტივისტის გრეტა თუნბერგის ჩამოსვლას ცინიზმითა და შეთქმულების თეორიებით ეხმაურებიან.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ორდღიანი დაძაბულობა იმით განიმუხტა, რომ სოხუმში დაკავებული ხუთივე ოპოზიციონერი გაათავისუფლეს. პროტესტი და კოდორისა და გუმისთის ხიდების გადაკეტვა სწორედ მათ დაპატიმრებას მოჰყვა.
როცა ევროპელი პარტნიორები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ, „გაყალბების სერიოზულ ეჭვებზე“ ლაპარაკობენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ, „ოცნება“ 8 ევროპული ქვეყნის კანონმდებლების დელეგაციას შეხვედრაზე უარს ეუბნება.
უკრაინის სარდლობა და ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ უახლოეს დღეებში მოელიან რუსეთის მასშტაბურ შეტევას კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, რომლებიც 6 აგვისტოს ბლიც-კრიგით ხელთ იგდო უკრაინის არმიამ და ამ დრომდე ინარჩუნებს მათზე კონტროლს.
ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი დასრულდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს. საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 18 ნოემბერს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $630 მილიონით შემცირდა, ერთი წლის ვადაში კი - ერთი მილიარდი დოლარით.
ჩამოტვირთე მეტი