თბილისის საქალაქო სასამართლომ არცერთი სარჩლი არ დააკმაყოფილა.
13 საათი გაგრძელდა სხდომა საქალაქო სასამართლოში, სადაც სამი მოსარჩელე: ენმ, ძლიერი საქართველო და საია საოლქო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას მოითხოვდნენ.
პროცესზე მოსარჩელეებმა 11 შუამდგომლობა დააყენეს. მოსამართლე ივერი აბაშიძემ არცერთი არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი დღის ვადაში სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
სასამართლო პროცესი დასრულდა, მოსამართლე ივერი აბაშიძემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას ნახევარ საათში გამოაცხადებს.
სასამართლო პროცესის მე-11 საათს მხარეები პაექრობის ეტაპზე გადავიდნენ. უკვე ისაუბრა საიამ და "ძლიერმა საქართველომ". ახლა სიტყვით ენმ გამოდის.
თამარ კორძაია: "ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლენა შიშისგან უნდა იყოს თავისუფალი... შეცურების მომენტში კონკრეტული პირის მიერ იდენტიფიცირება, ვის მისცა ხმა, მოხდა თუ არა, არ არის არსებითი და ამაზე აპელირება არ არის სწორი... სად არის თქვენი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ადამიანს არ შეუქმენით უსაფრთხო გარემო? ადამიანებს ჰქონდათ განცდა, რომ მის არჩევანს აკონტროლებდნენ, თქვენ ამას ხელი შეუწყოთ, შეგეშალათ? - აღიარეთ. იქნებ გეფიქრათ იმაზე რომ ერთი დღე ჩაშლილიყო, მაგრამ სამართლიან გარემოში არჩევნები ჩაგეტარებინათ? არა, რადგან მშიშარები ხართ. არ იცით, რამდენი ბიულეტენი დაბეჭდეთ, არ იცით რამდენი საჩივარი დაიწერა... თქვენ ახლა ვერაფერს შეცვლით, დანაშაულს აფარებთ ხელს".
მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დასრულდა, მხარეები საბოლოო - პაექრობის ეტაპზე გადავიდნენ.
ფორუმი