„ჯერ გამეცინა, მერე გავბრაზდი“, „შეურაცხყოფილი ვიყავი“, „არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ამბობდა“, - ასე ეხმაურებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა თუ საბერძნეთში მცხოვრები და არჩევნების დღეს, რიგში მდგომი ქართველები რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრს.