რუსი პროპაგანდისტები თბილისში კლიმატის აქტივისტის გრეტა თუნბერგის ჩამოსვლას ცინიზმითა და შეთქმულების თეორიებით ეხმაურებიან.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ორდღიანი დაძაბულობა იმით განიმუხტა, რომ სოხუმში დაკავებული ხუთივე ოპოზიციონერი გაათავისუფლეს. პროტესტი და კოდორისა და გუმისთის ხიდების გადაკეტვა სწორედ მათ დაპატიმრებას მოჰყვა.
როცა ევროპელი პარტნიორები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას არ ულოცავენ, „გაყალბების სერიოზულ ეჭვებზე“ ლაპარაკობენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ, „ოცნება“ 8 ევროპული ქვეყნის კანონმდებლების დელეგაციას შეხვედრაზე უარს ეუბნება.
უკრაინის სარდლობა და ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ უახლოეს დღეებში მოელიან რუსეთის მასშტაბურ შეტევას კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, რომლებიც 6 აგვისტოს ბლიც-კრიგით ხელთ იგდო უკრაინის არმიამ და ამ დრომდე ინარჩუნებს მათზე კონტროლს.
ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი დასრულდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს შესახებ მსჯელობა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხეს. საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ 18 ნოემბერს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დაახლოებით $630 მილიონით შემცირდა, ერთი წლის ვადაში კი - ერთი მილიარდი დოლარით.
უკრაინაში მოკლეს კიდევ ერთი (მერვე) რუსი გენერალი. პაველ კლიმენკოზე იყო ცნობები, რომ წამების ბანაკი ჰქონდა მოწყობილი და ხელქვეითებს ფულს სძალავდა.
მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადგინა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა და მისი ოჯახი „ქართული ოცნებისა“ და მისი მხარდამჭერების სამიზნე გახდა.
პუტინს სურს არ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობის იმედი აქვს, ან აპირებდეს დათმობებზე წავიდეს ნებისმიერ სადავო საკითხზე - მაგალითად, უკრაინის ომზე - ხელისუფლებაში მყოფ ტრამპთან.
ევროპის საზღვრებთან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი და ევროპის უსაფრთხოება იყო მთავარი განსახილველი თემები ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (ეპგ) სამიტზე, რომელიც 7 ნოემბერს ბუდაპეშტში, პუშკაშის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ქართულ სასამართლო სისტემაში საარჩევნო დარღვევებზე დავის რესურსი ამოწურულია. სადამკვირვებლო ორგანიზაციები სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას განიხილავენ.
ჩამოტვირთე მეტი