Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებენ

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიასა და სამი პარტიის სარჩელი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

19:29 19.11.2024

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა არ დააკმაყოფილა სამი პარტიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებდნენ.

ისინი შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

მოსამართლე ბაია ოტიაშვილი
მოსამართლე ბაია ოტიაშვილი

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გააცნო მხარეებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით სამმა პარტიამ („გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18 ნოემბერს მიმართა.

საქალაქო სასამართლოში სხდომა 19 ნოემბერს 11 საათზე დაიწყო.

სხდომის მსვლელობისას, მოსამართლემ მოსარჩელე მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მათ შორის არც საიას შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა საქმის განხილვის შეჩერებას.

შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.

მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 16 საათისთვის დასრულდა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილების მისაღებად მას დაახლოებით ორი საათი დასჭირდა.

16:38 19.11.2024
ბაია ოტიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
ბაია ოტიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

სხდომა დასრულდა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. მან მხარეებს მისცა უფლება წავიდნენ პროცესიდან. ის გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს, თუმცა არა სხდომათა დარბაზში.

"არ მიყვარს მხარეების გაჩერება, გვიანი იქნება მერე და თან საცობში მოყვებით, ახლა გაასწრებთ". - დასძინა მოსამართლემ.

გადაწყვეტილების შესახებ მხარეებს ეცნობებათ.

16:03 19.11.2024

სხდომა განახლდა, ახლა მხარეები პაექრობის ეტაპზე არიან, თითოეულ მოსარჩელეს 10 წუთი აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

15:35 19.11.2024

სასამართლოში ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა. სხდომა პაექრობით განახლდება

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG