"2021 წელს რატომ არ დაფიქსირდა მარკერის კვალი? მე განვიხილავდი ამ საქმესაც და მახსოვს, ერთადერთი, რასაც ასაჩივრებდით საზოგადოების არაინფორმირებულობა იყო, 4 წლის წინ რომ ეს საკითხი დაგესვათ იქნებ სხვა შედეგი დამდგარიყო დღეს?", - ეს კითხვა მოსამართლემ ენმ-ის იურისტს ლილი ბეგიაშვილს დაუსვა.
პასუხად მოსარჩელემ თქვა, რომ აქამდე მარკერი იყო სმარტმატიკის ბრენდირებული, 2024 წელს კი მარკერს სმარტმატიკის წარწერა არ ჰქონდა და ასეთ მარკერებს "ალიბაბადან" უამრავს გამოიწერ.
"ამიტომ ვითხოვდით სმარტმატიკის წარმომადგენლის გამოკითხვას", - თქვა მან.
როგორ გაკონტროლდებოდა ნება? ხომ უკვე დაფიქსირებული ექნებოდა არჩევანი ამომრჩეველს?, - იკითხა მოსამართლემ, როცა მოსარჩელე "ძლიერი საქართველოდან" თორნიკე ართქმელიძე ბიულეტენზე მარკერის გაჟონვაზე ასაბუთებდა, რომ ეს ხმის ფარულობის დარღვევაა.
წინასწარ ეტყოდნენ ხალხს, რომ გავიგებთ, ვის მიეცით ხმა - უპასუხა ართქმელიძემ.
სასამართლო ახლა ახსნა-განმარტების ეტაპზეა.
"ცესკო არის მხარე, მხარეს მოწმედ ვერ მოვიყვანთ", - თქვა მოსამართლემ ბაია ოტიაშვილმა და პარტია "გახარია-საქართველოსთვის" შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ, მოსამართლემ მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მოსამართლე, ჯონი ტორჩინავამ ბაია ოტიაშვილის აცილება მოითხოვა: საფუძვლად მოსამართლის მიკერძოებულობა და ტენდენციურობაა დაასახელა. მის შუამდგომლობას დაეთანხმა პარტია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", არ დაეთანხმნენ სხვა მოსარჩელეები და ცესკო. საბოლოოდ, მოსამართლემ თავისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საიამ მოითხოვა შეჩერდეს დავის განხილვა იქამდე სანამ საკონსტიტუციოშია საქმე არჩევნებთან დაკავშირებით. მოსამართლის თქმით, მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა სარჩელი საკონსტიტუციოში შეიტანა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა არარელევანტურად მიიჩნია.
ფორუმი