საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დილიდან რიგებია. ხმის მისაცემად, ემიგრანტებს საათობით უწევთ რიგში დგომა. ვიდეომასალები ადასტურებს, რომ ამომრჩევლები გრძელ რიგში იდგნენ ნიუ-იორკში, ბერლინში, ფრანკფურტში, პარიზსა თუ ლონდონში მოქმედ საარჩევნო უბნებთან.