20 ოქტომბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, სადაც პროევროპელ მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს, პრორუსი პოლიტიკოსები უპირისპირდებიან. მთავრობა რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს, ევროკავშირი კი მოლდოვას დახმარებას უზრდის და პრორუსებს სანქციებს უწესებს.