ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ „აგენტების კანონზე“ განმწესრიგებელი სხდომა გამართა. სამდღიანი და მრავალსაათიანი სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო, გადავიდოდა თუ არა საქმე არსებით განხილვაზე და ასეთ შემთხვევაში, შეაჩერებდა თუ არა სასამართლო კანონის მოქმედებას განხილვის დასრულებამდე.